სამეცნიერო სტატიები
-
ხურმის დაავადებები და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებირეფერატი: ხურმის მცენარისათვის თავისი მავნეობით საყურადღებოა შემდეგი დაავადებები: ხურმის ნაცრისფერი სიდამპლე - Botrytis diospyri Borg., ხურმის კიბო (ფომოფსისი) – Phomopsis diospyri Rob., ხურმის ქეცი - Ragnildiana Levieri Vass., ხურმის ანთრაქნოზი- Colletotrichum Kaki Maffei, ხურმის ვერტიცილიოზური ხმობა - Verticillium diospyri Kleb., ნაშრომში მოცემულია დაავადებათა საწინააღმდეგო ბრძოლის ღონისძიებები. შესავალი: ხურმის კულტურა დიდი ხნიდან არის ცნობილი ადამიანისათვის. მისი სამშობლო ჩინეთია, საიდანაც იგი შემდგომ შეტანილი იქნა იაპონიაში, როგორც ერთ-ერთი ძირითადი ნაყოფის მომცემი კულტურა. იაპონიიდან გავრცელდა ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ქვეყნებში. 1892 წელს თბილისის ბოტანიკურ ბაღში მიღებული იქნა იტალიიდან ხურმის რამოდენიმე ჯიში. 1895 წელს აგრონომ კლინგენისა და პროფესორ ა. კრასნოვის მიერ იაპონიიდან შემოტანილი იქნა ხურმის სხვადასხვა ჯიში. ზოგიერთი მკვლევარის აზრით ხურმის კულტურას საქართველოში უფრო ადრე იცნობდნენ. ჩვენი ქვეყნის სოფლის მეურნეობის განვითარებასთან ერთად სუბტროპიკულ-ხეხილოვან მცენარეებს შორის ხურმამ მნიშვნელოვანი გავრცელება ჰპოვა. ხურმის ნაყოფი ხასიათდება ძლიერ კარგი კვებითი ღირებულებით. იგი დიდი რაოდენობით შეიცავს შაქრებს, მინერალურ მარილებს, ცხიმებსა და ვიტამინებს. გარდა ამისა ხურმა ნაკლებად მომთხოვნია ნიადაგობრივი პირობებისადმი. ხურმის დადებით თვისებებს შორის აღსანიშნავია, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე უფრო ყინვაგამძლე მცენარეა სუბტროპიკულ ხეხილოვნებს შორის. ჩვენში სუბტროპიკული ხურმის 100-ზე მეტი ჯიშია გავრცელებული. სუბტროპიკული ხურმის მოსავლიანობას მნიშვნელოვნად ამცირებს სხვადასხვა სოკოვანი დაავადება.
-
თხილის ვერტიცილიოზური ხმობის ეპიფიტოტია დასავლეთ საქართველოშითხილის დაავადებათა შორის თხილის ვერტიცილიოზური ხმობა მეტად საშიში და ზიანის მომტანი დაავადებაა. იგი პირველად საქართველოში ჩვენს მიერ აღინიშნა 2002-2003 წლებში. ყოველწლიურად ვაკვირდებოდით მის გამოვლენას. 2021 წლამდე იგი ერთეული ღერო-ტოტების ხმობით აღინიშნებოდა. მიმდინარე 2021 წელს დაავადება მასიურად გავრცელდა ოზურგეთის, ჩოხატაურის ვანის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტების თხილის პლანტაციებში. ჩვენი გამოკვლევებით დაავადების გამომწვევია: Verticillium-ის გვარის შემდეგი სახეობები: Verticillium dahlia Kleb., Verticillium foexsii V.Beuma da Verticillium Lateritum Berk.