სიახლეები
-
ნემატოდებისაქართველოს სოფლის მეურნეობის წინაშე დიდი ამოცანა დგას, ჩვენი მიზანია მკვეთრად გავზარდოთ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობა და მისი ხარისხი, ამ ამოცანის შესრულებაში კი დიდი მნიშვნლობა ენიჭება, კულტურული მცენარეების დაცვას მავნებელ-დაავადებათაგან. სწორედ ერთ-ერთი ძლიერი მავნებელი, რომელიც აუარესებს მოსავლის ხარისხს, ამცირებს მოსავლიანობას და ხშირ შემთხვევაში სრულიად ანადგურებს სასოფლო-სამეურნეო კულტურებს, არის პათოგენური ნემატოდები ანუ ფიტოჰელმინთები. საქართელოში არსებული კლიმატური პირობები, ნემატოდებისათვის ძალზედ ხელსაყრელია, ამიტომაც ჩვენს ქვეყანაში ისინი ფართოდ არიან გავრცელებული. ფიტოპათოგენურ ნემატოდებს უარყოფითი მნიშვნელობა აქვს სოფლის მეურნეობაში არსებული ყველა კულტურული მცენარისათვის, რადგან ფიტოჰელმინთებთან ერთად მცენარეთა ქსოვილებში იჭრებიან მავნე ბაქტერიები და სოკოები, რომლებიც აავადებენ მცენარეებს, ხშირ შემთხვევაში კი სრულად ანადგურებენ მათ. სწორედ ამიტომ, ცენტრი ანასეული გთავაზობთ, თანამედროვე აპარატურით აღჭურვილ ლაბორატორიაში განხორციელებულ ნემატოლოგიურ კვლევას, სახეობრივ დონეზე, ნიადაგსა და მცენარეში. ლაბორატორიის მიერ მოწოდებული დასკვნისა და განსახორციელებელი აგროტექენოლოგიური ღონისძიებების რეკომენდაციის საფუძველზე თქვენს სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე თავიდან აირიდებთ პათოგენური ნემატოდების მიერ მოყენებულ ზიანს. რაც წინაპირობაა, ჯანსაღი და იმუნურად ძლიერი მცენარის და მისგან უხვი და ხარისხიანი მოსავლის მისაღებისა.
-
შპს ადამ ბერიძის სახელობის ნიადაგის, სურსათისა და მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის დიაგნოსტიკურ ცენტრ „ანასეულის“ სამუშაო ვიზიტით სტუმრობდა ბიოლოგიის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი ოლეგ გორგაძე