განახლებული ლაბორატორია
ლაბორატორიის რეორგანიზაცია

2014 წლის დეკემბერში შ.პ.ს. ადამ ბერიძის სახელობის ნიადაგისა და სურსათის დიაგნოსტიკური ცენტრი ,,ანასეული“ შეუერთდა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევით ცენტრს.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 თებერვლის #162 დადგენილების საფუძველზე აგრარულ სექტორში სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის აღდგენის მიზნით , შეიქმნა სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, რომლის საფუძველსაც წარმოადგენს სახელმწიფოსათვის გადაცემული ა(ა)იპ ,,აგრო“-სა და შპს ,,აგრო ქართუ“-ს კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო ბაზები, ლაბორატორიები და სხვა ინფრასტრუქტურა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი საცდელ სადემონსტრაციო აქტივობებს ახორციელებს როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში. კერძოდ - კახეთის - 4, ქართლისა და იმერეთის -3-3, ქვემო ქართლისა და ლეჩხუმი- ქვემო სვანეთის -2-2, სამცხე-ჯავახეთის -3, სამეგრელოსა და გურიის -2-2 ბაზებზე