სანერგე მეურნეობა
ჩაის ჯიში კოლხიდა-ს- ნერგები

ლაბორატორიის ბაზაზე განახლდა ჩაის პერსპექტიული ჯიში ,,კოლხიდა"-ს ნერგების წარმოება.

ჩაის ჯიში ,,კოლხიდა" შერჩეულია კლონური სელექციის შედეგად სელექციონერების: მიხეილ კოლელიშვილისა და ტატიანა მუტოვკინას მიერ.

ზამთარგამძლეობისა და მორფოლოგიური ნიშნების მიხედვით ჯიში ,,კოლხიდა" მიეკუთვნება ჩინურ ფართოფოთლოვან ფორმას, ხოლო მისი ფოთლების ღია მწვანე შეფერვა დამახასიათებელია ინდოეთის მცენარეების ნაირსახეობისათვის.

ეს ჯიში ძლიერ მზარდი ტიპისაა, ხასიათდება ყლორტების უხვი წარმოქმნითა და რეგენერაციის უნარით.

,,კოლხიდა"-ს ვეგეტატიური ნერგებით გაშენებული პლანტაციები იძლევიან 10-12 ტონა ხარისხოვან ნედლეულს, ხოლო მზა პროდუქციის ხარისხით არ ჩამოუვარდება ინდოეთისა და შრი-ლანკის მაღალმთიანი რაიონებიდან მიღებულ პროდუქციას.

გემოთი და არომატით ფასდება 6,0-6,5 ბალით.