-17 მარტს ადამ ბერიძის სახელობის ნიადაგის, სურსათისა და მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის დიაგნოსტიკური ცენტრი ,,ანასეული"-ს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე და დირექტორის მოადგილე ნოდარ ხატიაშვილი.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაეცნენ ანასეულის ბაზაზაზე განთავსებული ნიადაგის სურსათისა და მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის ლაბორატორიების საქმიანობებს, შეაფასეს მიღწეული შედეგები და განიხილეს სამომავლო გეგმები.
- აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ნიადაგის და სურსათის დიაგნოსტიკური ცენტრის მიერ შესწავლილი და გაანალიზებულია საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში 2000-მდე ნიადაგის ნიმუში, აგროქიმიური ანალიზის საფუძველზე 800-ზე მეტ ბენეფიციარზე გაცემულია რეკომენდაციები და ცნობები სახელმწიფოსაგან დაფინანსებული სხვადასხვა კულტურების გასაშენებლად. https://rda.gov.ge/projects/read/plant_future/2:parent
დაფნის კულტურის გასაშენებლად შესწავლილია ასამდე ბენეფიციარის ნიადაგი და დაკმაყოფილებულია 90-მდე განაცხადი, საერთო ჯამში 2021 წელს გაცემული ცნობების შედეგად დაწყებულია 600-მდე ჰა. დაფნის პლანტაციის გაშენება.