შპს ადამ ბერიძის სახელობის ნიადაგის, სურსათისა და მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის დიაგნოსტიკური ცენტრი ,,ანასეული“ (შემდგომში ცენტრი ,,ანასეული) წარმოადგენს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას 100%-იანი სახელმწიფო წილით. იგი ექვემდებარება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევით ცენტრს.
მას შემდეგ, რაც ნიადაგისა და სურსათის დიაგნოსტიკური ცენტრი ,,ანასეული“ სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს გადაეცა, შემუშავდა განახლებული სამუშაო გეგმები, რომელთა განხორციელების შედეგად, აღნიშნული ცენტრი დასავლეთ საქართველოში ყველაზე დიდი სამეცნიერო-კვლევითი ბაზა გახდა. ნიადაგის კვლევების ჩატარებისა და სურსათის დიაგნოსტიკის გარდა ბაზაზე მოეწყო საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთები ჩაისა და სუბტროპიკული, ასევე სხვა მრავალწლიანი და ერთწლიანი კულტურებისთვის. განხორციელდა ანასეულის ლაბორატორიის რეკონსტრუქცია; მოეწყო ჩაის სანერგე მეურნეობა, მიმდინარეობს სუბტროპიკულ კულტურათა სელექციური ჯიშების შერჩევა, იქმნება მცენარეთა გენეტიკური ბანკი, საბაზისო სადედე ნაკვეთები. გარდა ამისა მოეწყო ჩაის გადამამუშავებელი მინი საამქროები. ცენტრს გააჩნია საკონფერენციო დარბაზი, სასტუმრო ოთახები ტრენინგებსა და კონმფერენციებში მონაწილეთათვის.