ნიადაგის ნიმუშების აღების წესი

ლაბორატორიაში ნიადაგის აგროქიმიური ანალიზის ჩატარებამდე ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა ნიადაგის ნიმუშის სწორად აღება. მასზე დამოკიდებულია ჩატარებული ანალიზის სიზუსტე. ანალიზის შედეგების მიხედვით ხდება ნიადაგში საკვები ელემენტების ნორმების გაანგარიშება (მიკრო და მაკრო ელემენტები) სასუქების ფორმების შერჩევა, მჟავე ნიადაგების მოკირიანება, ბიცობი ნიადაგების მოთაბაშირება და ა.შ. ანასეულის ლაბორატორიაში ნიადაგის აგროქიმიური ანალიზის ჩატარებისას მომსახურებაში შედის კვალიფიციური საველე ჯგუფის მიერ საკვლევ ობიექზე ვიზიტი და ნიმუშების აღება, რომელსაც გააჩნია დამატებითი ღირებულება. (სამივლინებო ხარჯები) იმ შემთხვევაში თუ ნიადაგის აგროქიმიური ანალიზით დაინტერესებული პირი არ ღებულობს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროექტებში მონაწილეობას, (პროგრამაში მონაწილეობის დროს სავალდებულოა ნიადაგის ნიმუშის აღება მოხდეს ლაბორატორიის თანამშრომლის მიერ) შეუძლიათ დამოუკიდებლად მოახდინონ ნიმუშების აღება რა დროსაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ შემდეგი წესები:

სათბურის შემთხვევაში აიღება ერთი შერეული ნიმუში 0-25 სმ. ან 0-30 სმ.სიღრმეზე, ფართობი 350 მ2ღია გრუნტის შემთხვევაში ერთწლიანი კულტურებისთვის აიღება ერთი შერეული ნიმუში 0-30 სმ.  სიღრმეზე, ხოლო მრავალწლიანი კულტურებისთვის ორი შერეული ნიმუში (განსაკუთრებით ვაზის კულტურა) 0-30 და 30-60 სმ. სიღრმეზე ან 0-20 და 20-40 სმ. (ძირითადად კენკროვნები: ლურჯი მოცვი, ჟოლო, მაყვალი და სხვა.)

ხეხილოვნებით გაშენებულ ნაკვეთზე უნდა აიღოს ერთი შერეული ნიმუში 0-60 სიღრმეზე.

 ნიადაგის შერეული ნიმუშის აღების სიხშირე დამოკიდებულია ნაკვეთის რელიეფზე, ნიადაგის სიჭრელეზე და  მოსაყვანი კულტურის ბიოლოგიურ თავისებურებაზე. მაგალითად მჟავე ნიადაგებზე, (დასავლეთ საქართველო) ერთნაირი რელიეფისა და თანაბარი ნაყოფიერების მქონე ნაკვეთებიდან ხეხილოვანი კულტურების შემთხვევაში 2-5 ჰექტარ ფართობზე ვიღებთ ორ შერეულ ნიმუშს, (0-30 და 30-60 სმ. ან 0-20 და 20-40სმ. სიღრმეზე) კარბონატულ ნიადაგზე კი 5-8 ჰა-ზე. (აღმოსავლეთ საქართველო)

მჟავე ნიადაგებზე ერთწლიანი კულტურებისთვის 5-10 ჰექტარზე (დასავლეთ საქართველო) ერთი შერეული ნიმუში (0-30 სმ. სიღრმეზე) ხოლო კარბონატულ ნიადაგებზე (აღმოსავლეთ საქართველო) ნიადაგის ერთგვაროვნების შემთხვევაში ერთი შერეული ნიმუშის აღება შესაძლებელია 10-15 ჰა. ფართობიდანაც.

  • ხეხილოვანი კულტურებისთვის: ნაკვეთის სიდიდის მიხედვით ნიადაგის ნიმუშები აიღება 5 ან 9 ადგილიდან. ამისათვის საჭიროა ორმოს ამოსაღები ადგილი გავათავისუფლოთ ბალახისაგან და სხვა მექანიკური მინარევებისაგან. (ქვები, ფესვები, ჯოხები...) შერჩეულ ადგილას ამოვთხაროთ ორმო, რომლის სიგრძე-სიგანე 40X40 და სიღრმე 60 სმ იქნება. ამოჭრილ ორმოში სახაზავის საშუალებით გამოვყოფთ სიღრმეებს, 0-30 და 30-60 სმ-. ორმოს ძირში ჩავუფენთ ცელოფანს და დანის ან ნიჩბის დახმარებით ნიმუშებს ვიღებთ 0-30 და 30-60 სმ. ან 0-20 და 20-40 სმ.  ფენიდან. იგივეს ვაკეთებთ ერწლოვანი კულტურებისთვისაც, სიღრმის განსხვავებით. (0-30 სმ.)

ლაბორატორიაში გაგზავნამდე

 ნიადაგის ნიმუშის მარკირება:

ხუთივე ორმოდან ამოღებული ნიადაგის 0-30 სმ- ფენას კარგად ვურევთ ერთმანეთში და 1 კგ. ნიადაგს ვათავსებთ ერთ პარკში. 30-60 სმ-იან ფენას — მეორე პარკში. თითოეულ ნიმუშიან პარკზე ვუკეთებთ ეტიკეტს, რომლეზეც მითითებული უნდა იყოს:

ნიმუშის ნომერი;

  • მუნიციპალიტეტის, სოფლის,  დამკვეთის დასახელება და საკადასტრო კოდი
  • ნიმუშების აღების სიღრმე
  • ფართობი (ჰა)
  • კულტურა
  • ნიმუშის ამღების ხელმოწერა;

 

ნიადაგის ნიმუშის აღების სქემა