ლურჯი მოცვის- Vaccinium Uliginosum-ის პათოგენური სოკო Godronia Casandra pck ≈Fusicocum putrefaciens shear-ის მავნეობა და მის წინააღმდეგ ბრძოლა.
რეფერატი: საქართველოში პირველად ჩვენს მიერ აღინიშნა ლურჯ მოცვზე დიდი პათოგენური ბუნების მქონე სოკო - Godronia Casandra pck ≈Fuzicocum putrefaciens sheaz. აღნიშნული სოკო ნიადაგში მცხოვრებია, იგი საკარანტინოა. ჩვენს მიერ იგი აღინიშნა უცხოეთიდან შემოტანილ ნერგებსა და 3-4 წლიან მცენარეებზე. სოკო Godronia Casandra მცენარეში იჭრება ფესვებიდან და ფესვის ყელიდან. დაავადება პირველად გამოვლინდება ფესვის ყელთან და ფესვის ყელთან ახლო მდებარე ყლორტებსა და ტოტებზე. სოკო აავადებს 1-2 წლიან ტოტებს, ახალგაზრდა ყლორტებს, ფოთლებს , საფოთლე და სანაყოფე კვირტებს, მოუმწიფებელ ნაყოფებს, იწვევს მათ ჭკნობას და ცვენას. ახალგაზრდა ყლორტები მოწითალოდ შეიფერება და უცებ ჭკნება. ასეთივე შეფერილობას ღებულობს სანაყოფე და საფოთლე კვირტები და სწრაფად ჭკნება.

ლურჯი მოცვის- Vaccinium Uliginosum-ის პათოგენური სოკო Godronia Casandra pck ≈Fusicocum putrefaciens shear-ის მავნეობა და მის წინააღმდეგ ბრძოლა.

ლამზირი ბერაძე - ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი

ზაური გაბრიჩიძე - სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

იოსებ ბასილია - სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი

რუსუდან ტაკიძე - სოფლის მეურნეობის აკადემიური დოქტორი

ნიკა გუნთაძე - მაგისტრანტი

შპს ადამ ბერიძის სახელობის ნიადაგისა და სურსათის დიაგნოსტიკური ცენტრი ,,ანასეული“

საკვანძო სიტყვები: მოცვი, დაავადება, სოკო, ტოქსინი,ასკოსპორა, პიკნიდიუმი, პიკნოსპორა, აპოტეციუმი.

რეფერატი:    საქართველოში პირველად ჩვენს მიერ აღინიშნა ლურჯ მოცვზე დიდი პათოგენური ბუნების მქონე სოკო - Godronia Casandra pck ≈Fuzicocum putrefaciens sheaz. აღნიშნული სოკო ნიადაგში მცხოვრებია, იგი საკარანტინოა. ჩვენს მიერ  იგი აღინიშნა უცხოეთიდან შემოტანილ ნერგებსა და 3-4 წლიან მცენარეებზე. სოკო Godronia Casandra მცენარეში იჭრება ფესვებიდან და ფესვის ყელიდან. დაავადება პირველად გამოვლინდება ფესვის ყელთან და ფესვის ყელთან ახლო მდებარე ყლორტებსა და ტოტებზე. სოკო აავადებს 1-2 წლიან ტოტებს, ახალგაზრდა ყლორტებს, ფოთლებს , საფოთლე და სანაყოფე კვირტებს, მოუმწიფებელ ნაყოფებს, იწვევს მათ ჭკნობას და ცვენას. ახალგაზრდა ყლორტები მოწითალოდ შეიფერება და უცებ ჭკნება. ასეთივე შეფერილობას ღებულობს სანაყოფე და საფოთლე კვირტები და სწრაფად ჭკნება.

შესავალი: მოცვის ნაყოფი მეტად პოპულარული კენკრაა. პირველი სერიოზული გამოკვლევები მოცვის ნაყოფზე ჩატარდა ბოსტონის უნივერსიტეტის საკვლევ ცენტრში 1977 წელს. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მას შეუძლია აღადგინოს ორგანიზმის ბევრი ფუნქცია და შეებრძოლოს დაბერების პროცესს.

    მოცვი გავრცელებულია მხოლოდ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, არქტიკიდან ხმელთაშუა ზღვამდე. იზრდება ნაძვნარ, ფიჭვნარ და შერეულ ტყეებში. მეტწილად ტენიან ადგილებში, ხშირად წარმოქმნის დიდ რაყას. კულტივირებულია რამდენიმე ქვეყანაში, ძირითადად აშშ. ჰოლანდიასა და გერმანიაში. საქართველოში მოცვი ბუნებრივად გავრცელებულია , როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ ნაწილის მთიანეთში, და მის მიერ დაკავებული ფართობი 60000 ჰექტარია.

    საქართველოში გავრცელებულია მოცვისებრთა ოჯახიდან შემდეგი ჯიშები: ლურჯი მოცვი - Vaccinium uliginosum, მოცვი მირტილიუსი - Vaccinium myrtilus, წითელი მოცვი - Vaccinium ideae და მოცვი ხემაგარი - Vaccinium arctostaphylos.

მოცვის კულტურის ქიმიური შემადგენლობა განაპირობებს მის მაღალ კვებით ღირებულებას. იგი გამოიყენება ახალი, გამშრალი და გადამუშავებული. მას ფართო გამოყენება აქვს კვების მრეწველობაში: მისგან ამზადებენ ნაყენს, ნახარშს, ექსტრაქტს, სიროპს, აბს, წვენს, ღვინოს, მურაბას და სხვა. წვენი გამოიყენება როგორც საკვები საღებავი ხილკენკროვანი ღვინის , უალკოჰოლო სასმელების და სხვათა შესაფერადებლად. მისგან დამზადებული ღვინო ხასიათდება კარგი შეფერილობით, ნაზი და განსაკუთრებული გემოთი (1)

    ბოლო წლებში საქართველოში კულტივირებულია უცხოეთიდან შემოტანილი ლურჯი მოცვი. იგი გაშენებულია დასავლეთ საქართველოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში და აღნიშნული დაავადებაც ყველგანაა გავრცელებული.მოცვის ნაყოფის მეტად სასარგებლო კვებითი ღირებულების გამო დიდი მნიშვნელობა აქვს მის დაცვას მავნე მიკროორგანიზმებისაგან.

მთავარი ნაწილი: საქართველოში ჩვენს მიერ პირველად აღინიშნა ლურჯ მოცვზე დიდი პათოგენური ბუნების მქონე სოკო Godronia Casandra pck ≈Fusicocum putrefaciens shear. აღნიშნული სოკო ნიადაგში მცხოვრებია, იგი საკარანტინოა. ჩვენს მიერ სოკო აღინიშნა უცხოეთიდან შემოტანილ ნერგებსა და 3-4 წლიან მცენარეებზე. სოკო შემოყვა შემოტანილ ნერგებს.

სოკო - Godronia Casandrae - უმაღლესი სოკოების წარმომადგენელია. იგი ჩანთიან- Ascomycetes - კლასს ეკუთვნის. მცენარის ინფექციას გაზაფხულზე ასკოსპორები იწვევენ, შემდეგ კი დაავადების განახლება და გავრცელება პიკნოსპორებით ხდება.

სოკო - Godronia Casandrae-ს აპოტეციუმი ყავისფერია, ანდა მუქი ყავისფერი. ჩანთები ცილინდრული, ანდა ცილინდრულ-ქინძისთავისებრი, ზომით 96-115X7-9 მკმ. ჩანთაში 8 უფერული ჩანთოსპორაა, ზომით 50-72X2-3 მკმ. სწორი ან მსუბუქად მოხრილი, 3-7 ტიხარით. ჩანთებს შორის მოთავსებულია ძაფისებრი, უფერული პარაფიზები, სადა ან ზემოთ მსუბუქად გაფართოებული. პიკნიდიუმები მუქი ყავისფერი,  მომრგვალებული. თავდაპირველად ქსოვილში ჩამჯდარი , შემდეგ ამოიბურცება და ნახევრად მჯდომარე, სქელი კედლებით. ერთ ან მრავალკამერიანი, 105-420 მკმ. დიამეტრის, საშუალოდ 302 მკმ. კონიდიათმტარები უფერული, ზომით 10-15X1,8-2 მკმ. პიკნოსპორები უფერული, უმეტესად გაბრტყელებული, ერთ ან ორუჯრედიანი, მკრთალად გამოხატული ტიხარით, ზომით 9-18X2-3 მკმ.

    სოკო Godronia Casandrae shear მცენარეში იჭრება ფესვებიდან და ფესვის ყელიდან. დაავადება პირველად გამოვლინდება ფესვის ყელთან დიდი ზომის მოყავისფრო-მოწითალო შეფერილობის ლაქების სახით. (ფოტო 1.)

 

 

 

  ლაქა ყოველთვის შემოსაზღვრულია მოწითალო შეფერილობის არშიით. დროთა განმავლობაში ლაქა მონაცისფრო ხდება და მასზე ვითარდება სოკოს პიკნიდიალური ნაყოფიანობა წვრილი პატარა წერტილების სახით . იგი ჯერ ეპიდერმისითაა დაფარული, შემდეგ პიკნოსპორების მომწიფებისას ეპიდერმისი სკდება და ცვივა პიკნიდიუმები და პიკნოსპორები. ძლიერი დაავადებისას ტოტები დაშაშრულია, დაბზარულია და ლაქის ადგილები ჩაღრმავებულია. დაავადება ღრმად ვრცელდება მერქანში. ასეთი დაავადებული ტოტები ხმება. (ფოტო 2)

 

 

 

 

2-3 წლიანი მცენარის დაავადებული ტოტის განივი განაჭრის მიკროსკოპიული კვლევისას აღინიშნა, რომ დაავადება მერქანში ღრმად ვრცელდება, გულგულამდე აღწევს. ამ დროს მერქანს შიგნით მორუხო-მონაცისფრო შეფერვა აქვს და წებოს მსგავსი ნივთიერება არის გამოყოფილი, რაც სოკოს მიერ გამოყოფილი ტოქსინის შედეგია. (ფოტო 3.)

 

 

 

      სოკო აავადებს ახალგაზრდა გაუმერქნიანებელ ყლორტებს, საფოთლე და სანაყოფე კვირტებს, ახალგაზრდა ფოთლებსა და ზრდადასრულებულ ფოთლებს, მოუმწიფებელ მწვანე ნაყოფებს. ახალგაზრდა ყლორტები და კვირტები ჯერ მოწითალო-ჟოლოსფრად იფერება და უცებ ჭკნება. მოუმწიფებელი ნაყოფის ყუნწი ჯერ წითლად შეიფერება, შემდეგ მწვანე მოუმწიფებელ ნაყოფზე ჩნდება მოწითალო ლაქები. ასეთი ნაყოფები ჭკნება და ცვივა (ფოტო 4)

 

 

    ზოგ შემთხვევაში ახალგაზრდა გაუმერქნიანებელი ყლორტები და ერთ წლიანი გამერქნიანებული ყლორტები მთლიანად შეიფერება მოწითალო-ჟოლისფერად და მასზე განვითარებულია მეჭეჭების მსგავსი ამობურცული პატარა ზომის ლაქები. ლაქის დაძველებისას ლაქის ცენტრში მურა ფერის ამობურცული მსხვილი წერტილისმაგვარი წარმონაქმნია, რომელშიაც სოკოს ნაყოფიანობაა განვითარებული.

ახალგაზრდა ზრდადაუმთავრებელ ფოთლებზე დიდი რაოდენობით წარმოიქმნება პატარა მომრგვალებული ფორმის მოწითალო ლაქები, ამ ლაქების ცენტრში შემდეგ შეიმჩნევა ამობურცული მორუხო ფერის მსხვილი წერტილისმაგვარი წარმონაქმნი, რომელშიც განვითარებულია სოკოს პიკნიდიალური ნაყოფიანობა. დაავადებული ფოთოლი მწვანე ფერს კარგავს და მოთეთრო შეფერილობას ღებულობს, ეთიოლირებული ხდება. (ფოტო 5.)

 

 

 

 

ზრდასრული მომწიფებული ფოთლები დაავადებისას ჯერ ფოთლის ყუნწი მოწითალოდ შეიფერება, შემდეგ ფოთლის ძარღვები წითელ ფერს ღებულობს. ფოთოლზე დაავადება გამოვლინდება სხვადასხვა ფორმისა და ზომის მონაცისფრო შეფერილობის ლაქის სახით, რომელიც ჯერ ეპიდერმისითაა დაფარული. ნაყოფიანობის მომწიფებისას ეპიდერმისი სკდება და პიკნიდიუმებიდან პიკნოსპორები ცვივა . დაავადებული ფოთოლი ფარცხავდება ან ლაქის ადგილი  

მთლიანად გამოვარდება და ფოთოლზე დიდი ზომის ნახვრეტები ჩნდება. ზოგჯერ დაავადებული ფოთოლი მთლიანად წითლდება.

  ჩვენს მიერ აღინიშნა 1-2 წლიანი დაავადებული მცენარეების მთლიანად გაწითლება და ხმობა, რაც სოკოს მიერ გამოყოფილი ტოქსინის შედეგია.

სოკო - Godronia Casandrae-ს დიდ პათოგენურ ბუნებაზე მიუთითებენ ავტორები (2,3,4,)

    ტოქსიკური ნივთიერებები, რომლებიც წარმოიქმნებიან ზოგიერთი ფიტოპათოგენური სოკოების მიერ, მცენარეში გადაადგილდებიან ჭურჭლების გზით და წარმოადგენენ მცენარეთა ჭკნობისა და ხმობის ერთ-ერთ მიზეზს. (5)

    ნიადაგის რიზოსფეროში მცხოვრები სოკოები (Fusarium-ი, Verticillim-ი და სხვა) იჭრებიან ფესვებიდან და ფესვის ყელიდან, მცენარეში გამოყოფენ ტოქსინებს. როგორც ცნობილია სოკოს მიერ გამოყოფილი ტოქსინები იწვევენ უჯრედის ოსმოსური წნევის დარღვევას, მცენარის მოწამვლის, ჭურჭლების დაცობას, რაც იწვევს მცენარის ჭკნობას და ხმობას (6)

    დაავადების საწინააღმდეგოდ უნდა ჩატარდეს შემდეგი ბრძოლის ღონისძიება: დაავადებული მცენარეები უნდა გაისხლას. მცენარეს უნდა მოსცილდეს დაავადებული ტოტები, ყლორტები. განასხლავი ნაკვეთიდან გატანილი იქნას და დაიწვას. გასხლული მცენარეები უნდა დამუშავდეს 1 %-იანი შაბიამნის ხსნარით.

    დაავადებული მცენარეები უნდა მოირწყას პრევიკურ ენერჯის 0,2%-იანი ხსნარით. ხსნარი მცენარეებზეც უნდა შესხურდეს.

    დაავადების საწინააღმდეგოდ ასევე კარგ შედეგს მოგვცემს სისტემური ფუნგიციდი აპრონი XL.  100 ლიტრ წყალში იხსნება 40 გრ. პრეპარატი. საჭიროა ამ ხსნარით მცენარეების მორწყვა.

 შეიძლება გამოყენებული იყოს აგრეთვე ბიოლოგიური ფუნგიციდები, როგორც ნიადაგში შეტანით, ასევე შესხურებით: 0,3 %-იანი ოქსიქლორიდი - ნეორამი, 0,3 %-იანი მაქსიმი, 0,2 %-იანი ბაქტოფინტი. ასევე ეფექტურია 0,5 %-იანი ტრიხოდერმის სუსპენზიის შეტანა ნიადაგში.

ლიტერატურა

  1. ა. კალანდია, მ. ვანიძე, ს. პაპუნიძე, მ. ზოიძე, ი. ჯაფარიძე, ს. მანჯგალაძე. კენკროვნების გაშენებისა და გამოყენების პერსპექტივები აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. წიგნში ,,მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მიმართულებები რეგიონების აგროსამრეწველო სექტორში. გვ. 285-287. ბათუმი-2007
  2. Синадский Ю.В., Мухина Л.Н._ Патогенная микофлора голубики Вкн. VIIIдендрологический конгресс социалистических стран. Твилиси 1982 ст 268
  3. Шутова Н.Н. Примаковская М.А. Черноивановна Г.А., Попова С.П. Потенциалное опасные врегители и болезни клюквы, ,,зашита растении” 1981. Ст. 40-41
  4. С.В. Горленко и Н.А. Галынская – формирование видового состава патогеных грибов клюквы, круплоднои ,,Микопогия и фитопатология Том.21 вын. 1. 1987 ,,Наука”. Ленинградское отгеление.
  5. С.А. Тарр – ОсновЫ патологий растений ,,Мир” 1975.
  6. Т.А. Цакадзе – Деиствие токсина cytospora Leucosoma на клетку растений Бюлетень главного ботанического сада, Тбилиси 1959.            

Damage and control of Godronia Casandra pck ≈Fusicocum putrefaciens shear- the pathogenic fungus of VacciniumUliginosum (Bog Blueberry)

 

Lamziri Beradze – Academik doctor in biologicae

Zauri Gabrichidze – Profesor, Doctor of Agriculture Sciences

Ioseb Basilia – Doctor of Agriculture sciences.

Rusudan Takidze – Academik doctor of Agrculture.

Nika Guntadze – Magistrant

The Diagnostic Center ,,Anaseuli” for Soil and Food Products after Adam Beridze.

            Key words: Vaccinium, Picnidium, Picnospora, Apoteciua.

            Abstract:

     Godronia Casandra pck ≈Fuzicocum putrefaciens shear, the fungus of blueberries with a large pathogenic nature, was first noticed by us in Georgia. This fungus lives in the soil, it is quarantined. We found it on seedlings imported from abroad and on 3-4 year old plants.

The fungus Godronia Casandra infects the plant through the roots and root collar. The disease first appears on twigs and branches near the root collar.

The fungus infects 1-2-year-old branches, young twigs, leaves, leaf and fruiting buds, ripe fruits, causing them to wither and fall off. Young shoots turn reddish and suddenly wither. The fruit and leaf buds take on a similar color and wither quickly.