სიახლეები
ღვინის ფესტივალი ჩოხატაურში

29 ივნისს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში, ადგილობრივი თვითმართველობის მხარდაჭერით, გაიმართა გურული ღვინის ფესტივალი.
ფესტივალში მონაწილეობნენ გურიის საოჯახო მარნები, მეღვინეობები და ღვინის მწარმოებელი კომპანიები. გურული ღვინის ფესტივალში ასევე მონაწილეობა მიიღო სამეცნიერო კვლევითმა ცენტრმა.
ფესტივალი ემსახურებოდა გურული ენდემური და უნიკალური ჯიშებისაგან დამზადებული ღვინოების პოპულარიზაციას.