
შპს ადამ ბერიძის სახელობის ნიადაგის, სურსათისა და მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის დიაგნოსტიკურ ცენტრ „ანასეულის“ სამუშაო ვიზიტით სტუმრობდა ბიოლოგიის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი ოლეგ გორგაძე. ბატონი ოლეგი არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოოლოგიის ინსტიტუტის ენტომოპათოგენების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი ჯგუფის ხელმძღვანელი, მას ნემატოდებთან დაკავშირებით გამოქვეყნებული აქვს 95 სამეცნიერო ნაშრომი. აქედან 31 ნაშრომი ეხება მეცნიერებისათვის ახალი სახეობის ნემატოდების აღწერას (ენტომოპათოგენური ნემატოდების ჩათვლით), 21 კი ტყისა და სასოფლო- სამეურნეო კულტურულ მცენარეთა მავნებელი მწერების ბიოკონტროლს. დანარჩენი სტატიები ეხება ნემატოდების სხვადასხვა ჯგუფების ბიომრავალფეროვნების შესწავლას.
სტატიების უმეტესი ნაწილი გამოქვეყნებული აქვს, მაღალრეიტინგულ და ფაქტორიან ნემატოლოგიურ ჟურნალებში.
1981 წლიდან არის ევროპის ჰელმინთოლოგთა ასოციაციის წევრი, 1982 წლიდან ევროპის პარაზიტოლოგთა ფედერაციის და პარაზიტოლოგთა მსოფლიო ფედერაციის წევრი. ხოლო, 1984 წლიდან საქართველოს პარაზიტოლოგთა საზოგადოების წევრი.
ბატონი ოლეგის მიერ მოხდა თანამშრომელთა დატრენინგება და გადამზადება ნემატოდების აღმოჩენასა და მათი სახეობის გარჩევასთან დაკავშირებით, დასკვინითი ლექცია ჩატარდა თემაზე: პათოგენური ნემატოდების შესწავლა, რკვევა და საანალიზო პროცესის მიმდინარეობის შესწავლა.